კონფერენციები...

  მენტორ–მასწავლებლების შემაჯამებელი კონფერენცია პრესაში:

https://www.facebook.com/photo.php?v=424382047673877&saved-ეს

მენტორ–მასწავლებლების შემაჯამებელ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება მთხოვეს, როგორც მონაწილეს. პირველად ძალიან  დავიბენი. თან შუა გაკვეთილზე დამირეკეს. არასოდეს მქონია მსგავსი შემთხვევა. ვერ მივხვდი რას მთხოვდნენ. არ ვიცოდი რა უნდა წარმედგინა. როცა დაახლოებით მოვიფიქრე, სამწუხაროდ, მასალების გადაგზავნა დაგვიანებული აღმოჩნდა. რომ არ დაგიმალოთ, ძალიან გული დამწყდა. თუმცა, როგორც მსმენელმა მაინც მივიღე მონაწილეობა. სხვა მენტორთა პრეზენტაციების განხილვის შემდეგ უფრო მეტად დამწყდა გული, იმდენად მარტივ რამეს მოითხოვდნენ თურმე ჩემგან. თუ ბედმა გამიღიმა და კიდევ ერთხელ გავხდი მენტორი უარს აღარ ვიტყვი ნამდვილად პრეზენტაციაზე.

ეს ერთ–ერთი მენტორის მიერ შესრულებული პრეზენტაციაა, რომელიც მენტორ–მაძიებლობის პროგრამის მსვლელობას ეხება უშუალოდ სკოლაში:

http://rkekelidze-rusiko.blogspot.com/2013/10/blog-post.html?spref=fb

ეს კი იმის ნიშანი, რომ მართლა ვმონაწილეობდი ამ კონფერენციაში.





Комментариев нет:

Отправить комментарий