среда, 5 августа 2015 г.

რა შეიძლება იდოს მაძიებლის პორტფოლიოში?

ეს კითხვა ბევრს აწუხებს.  ხანგრძლივი  ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემს მაძიებელს მომავალში მინიმუმ შემდეგი სახის მასალას მოვთხოვ  პორტფოლიოში  ჩასადებად:

1. მონაცემები სკოლის შესახებ (სადაც გადის პარაქტიკის პერიოდს)
2. გაკვეთილების ცხრილი  (იმ კლასისა, რომლთანაც ურთიერთობს ერთი მაინც)
3. კლასის მონაცემები (იმ კლასისა, რომელთანაც ურთიერთობს  ერთი მაინც)
4. მაძიებლის სამოდელო და სადემონსტრაციო გაკვეთილების ცხრილი (ვადებით)
5. მენტორის სამოდელო და სადემონსტრაციო გაკვეთილების ცხრილი (ვადებით)
6. მენტორ-მაძიებლის წლიური სამუშაო გეგმა
7. შეფასების ნიმუშები (ორი მაინც სხვადასხვა სახის (განმსაზღვრელი და განმავიტარებელი)
8. შემაჯამებელი სავარჯიშოების ნიმუშები (2 მაინც)
9. მოკლე გაკვეთილის გეგმის ნიმუში (2 მაინც)
10. გაშლილი გაკვეთილის გეგმის ნიმუში (2 მაინც)
11. თემატურ-კალენდარული გეგმის ნიმუში (1 ცალი)
12. სილაბუსის ნიმუში (1 ცალი)
13.  კვირის გეგმის ნიმუში (1 ცალი)
14. კლასგარეშე ღონისძიებების ჩანაწერები და ფოტომასალა
15. მოსწავლეზე ფსიქოლოგიური დაკვირვების ჩანაწერი (მინიმუმ 2)
16. მოსწავლეთა კოლექტივის (კლასის) დახასიათების ნიმუში (1ც.)
17. თეორიული მასალის მოკლე კონსპექტები
18. მენტორის მიერ მაძიებლის თეორიული ცოდნის შემოწმების ნიმუშები
19. მაძიებლის ანგარიში მაძიებლობის პერიოდში ჩატარებული სამუშაოს შესახებ
20. მენტორის  მიერ მაძიებლის დახასიათება და შეფასება


суббота, 12 июля 2014 г.

მოგესალმებით...

მენტორი გავხდი. პირველი გრძნობა, რაც გამიჩნდა, ის არის, რომ ძალიან დაბნეული ვარ. ვეცდები კარგი მენტორი ვიყო. ოღონდ არ ვიცი, როგორ გამომივა....წარმატებებს ვუსურვებ საკუთარ თავს.


მე ვარ ფიქრია სიდამონიძე
ისტორიის მასწავლებელი საქართველოდან, ქალაქ რუსთავიდან.
გმადლობთ, რომ ეწვიეთ ჩემს გვერდს...

მოგეწონათ პორტფოლიო?
გთხოვთ, დამიტოვოთ ორიოდსიტყვიანი კომენტარი თქვენი შთაბეჭდილებებით...
ეს ჩემთვის დიდი დახმარება იქნება...

გმადლობთ, წინასწარ...

მინდა, წარმატებები გისურვოთ ყველას...