სხვადასხვა...

დავიწყოთ იქიდან, რომ წელს  მენტორი გავხდი.  როგორც სერტიფიცირებულ მასწავლებელს უფლება მომეცა ჩავრთულიყავი  მასწავლებელთა სახლის   მიერ ორგანიზებულ  "მენტორ–მაძიებლობის"  პროგრამაში. ეს პროექტი მიმდინარეობს უკვე 5 წელია. წელს მომეცა საშუალება მეც ჩავრთულიყავი მასში.  კარგი გამოცდილება მივიღე, ბევრი რამ შემძინა პროფესიული ცოდნის თვალსაზრისით, საკუთარი გამოცდილების გაზიარების და ურთიერთობების კუთხით.  თავდაპირველად, ცოტა დაბნეულიც კი ვიყავი. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, მერე ნელ–ნელა მოვიდა ცოდნა, საკუთარ თავზე დაკვირვებით, მუშაობის დაგეგმვითა და ორგანიზებით, კოლეგებთან ურთიერთობებით. სიამოვნებით გავაგრძელებდი ამ საქმეს  მომავალშიც, რადგან ახლა უკვე ვიცი, როგორ ვიმუშაო უკეთესად. როგორ გადავცე ჩემი ცოდნა და გამოცდილება ახალბედა, დამწყებ პედაგოგს. განსაკუთრებით საინტერესო და სასიამოვნო იყო და  არ დამავიწყდება არასოდეს 2–დღიანი გასვლითი კონფერენცია–ტური  ბაზალეთის სასტუმრო–კომპლექსში, რომელიც უხვად იყო დატვირთული საინტერესო სამუშაოებით  და დასასვენებელი დროის პერიოდით... იმდენად მიმზიდველი და კარგი იყო, რომ ერთ–ერთმა ჩვენმა კოლეგამ ამ ტურს "სამოთხის ორი დღე" უწოდა... 


მე და ჩემი პირველი მაძიებელი მარეხი

პროგრამის ხელმძღვანელი –  ეკა მამაცაშვილი,  მენტორები და მაძიებელი

Комментариев нет:

Отправить комментарий