სამახსოვრო

რჩევები მენტორს

1. დამწყებ მასწავლებელთან ერთად ღრმად გააანალიზეთ სასწავლო პროგრამები და მათი განმარტებითი ჩანაწერები.

2. დაეხმარეთ, შექმნან მაძიებლებმა თემატური და გაკვეთილის გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მასალას სისტემატური გამეორებისთვის, პრაქტიკული სამუშაოსთვის და ექსკურსიებისთვის.

3. დაეხმარეთ გაკვეთილისათვის მომზადებაში, განსაკუთრებით პირველი გაკვეთილისათვის, მოსწავლეებთან პირველი შეხვედრისათვის. რთული თემები  დაამუშავეთ ერთად. შეეცადეთ გაკვეთილამდე 2–3 დღით ადრე შეისწავლოთ მასალა იმისათვის, რომ ახალგაზრდა მასწავლებელს მისცეთ შესაძლებლობა უფრო რთული თემების მეთოდიკის აღმოჩენის.

4. ერთობლივად დაამზადეთ და აარჩიეთ დიდაქტიკური მასალა, თვალსაჩინოებები, შექმენით ტესტები, ამოცანების ტექსტები, სავარჯიშოები, საკონტროლო წერები.

5. დაესწარით ახალბედა მასწავლებლის გაკვეთილებს და მიეცით ფრთხილი და საფუძვლიანი ანალიზი. მოიწვიეთ საკუთარ გაკვეთილზე და ერთობლივად განიხილეთ გაკვეთილი.

6. დაეხმარეთ მეთოდური ლიტერატურის არჩევაში თვითგანვითარებისათვის და მის ორგანიზებაში.

7. მეგობრულად გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება  საკუთარი ნამუშევრების ჩვენებით.

8. დაეხმარეთ დროულად, მოთმინებით, დაჟინებით. ნუ დაგავიწყდებათ – აღნიშნოთ მისი  საქმიანობის დადებითი მხარეები.

9. ასწავლეთ – არ დააკოპიროს, არ იყოს სხვისი ნამუშევრების იმედად, არამედ გამოიმუშაოს საკუთარი პედაგოგიური ხელწერა.


მასალა მომზადებულია საიტიდან: http://www.uroki.net/docklruk.htm
ფოტო საიტიდან: http://ketusi.com/2013/03/10/teacher/



Комментариев нет:

Отправить комментарий